ბაქოს ქუჩაში ორი ემბრიონი აღმოაჩინეს (ვიდეო +18)

ბაქოში, აზადლიგის გამზირის და გასან ალიევის ქუჩების გადაკვეთაზე, ორი ემბრიონი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა 1news.az იუწყება.
ფოტოები და ვიდეო ერთ-ერთმა ექიმმა გადაიღო, რომლის თქმით, ემბრიონები, სავარაუდოდ, აბორტის შემდეგ ვიღაცამ გადაყარა. მათი სიგრძე 10 და 15 სანტიმეტრი იყო, რაც 2-3 თვის ფეხმძიმობის ტოლია.
როგორც თვითმხილველი წერს, ემბრიონები ნაგვის ბუნკერის სიახლოვეს ნახა. ექიმი ვარაუდობს, რომ ისინი აქ არალეგალური აბორტების შემდეგ დაყარეს.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების განცხადებით, ამ ემბრიონებს არცერთ საავადმყოფოსთან ან სამშობიაროსთან კავშირი არა აქვს.
ამ ფაქტის გამო პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

12735594_10205373523969191_1079292057_n (1)
12735594_10205373523969191_1079292057_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები