ანტარქტიდაში ხუთი წლის განმავლობაში 150 ათასი პინგვინი დაიღუპა

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ანტარქტიდაში 150 ათასი პინგვინი დაიღუპა. ამის მიზეზი უზარმაზარი აისბერგი გახდა. კვლევა Antarctic Science Journal-ში გამოქვეყნდა.
აისბერგი, რომლის ფართობი 100 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, თანამეგობრობის ზღვაში 2010 წლის დეკემბერში გაიჭედა. ამის გამო მან პინგვინებს იმ ადგილისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა, სადაც ისინი იკვებებოდნენ. ახლა პინგვინებს საკვების მოსაპოვებლად 60 კილომეტრის გავლა უწევთ.
აქამდე აქ ყინული არ იყო, რაც პინგვინებს საცხოვრებლად ხელსაყრელ გარემოს უქმნიდა.
2011 წლის თებერვალში თანამეგობრობის ზღვაში მდებარე დენისონის კონცხზე პინგვინების პოპულაცია 160 ათასს შეადგენდა. ახლა კი აქ მხოლოდ 10 ათასი პინგვინია დარჩენილი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ აისბერგი სხვა ადგილას არ გადაინაცვლებს, მომდევნო 20 წლის განმავლობაში პინგვინები აქ საერთოდ გაქრებიან. ანტარქტიდაში ყინულების ზრდა ამ რეგიონის პინგვინებზე უარყოფითად მოქმედებს. კლიმატური პირობების ცვლილების გამო, ანტარქტიდაში ბოლო წლებში ყინულის საფარი იზრდება, ხოლო არქტიკაში პირიქით – მცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები