რუსეთის ავიაციის დაბომბვის შედეგად სირიაში 20 ადამიანი დაიღუპა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, რუსეთის ავიაციამ საავადმყოფო დაბომბა. ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა.
საავადმყოფოში საერთაშორისო ორგანიზაციის, „ექიმები საზღვრების გარეშე“ წარმომადგენლები მუშაობდნენ.
ეს ინფორმაცია ლონდონის სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა.
თურქული მედიის ცნობით კი, რუსულმა ავიაციამ ქალაქ ააზში მდებარე საავადმყოფო დაბომბა, რის შედეგად ასევე 10 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მიუნხენში სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები