ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზაზე განგაში გამოცხადდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ საოკუპაციო ძალებში განგაში გამოცხადდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, სამხედროები ძარწემის პოლიგონზე გადაისროლეს, სადაც სამხედრო წვრთნები იმართება.
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ინფორმაციით, ჩატარდება მოტომსროლელთა, სატანკო, სადაზვერვო და საარტილერიო ქვედანაყოფების წვრთნები. სამხედრო მანევრების ძირითადი მიზანია შეიარაღებული ძალების მიერ მთიანი რელიეფის პირობებში სხვადასხვა ამოცანის შესრულება და მათი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება.
ამ ინფორმაციის მიხედვით წვრთნების დროს ახალი ტიპის შეიარაღების ათვისებაც მოხდება.