შვედეთის ლტოლვილების ცენტრში ერთი ადამიანი მოკლეს

შვედეთის ლტოლვილების ცენტრში ჩხუბის დროს ერთი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პოლიციის ინფორმაციით, კონფლიქტი ქალაქ იუსნეში მოხდა. დაპირისპირების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
დაღუპული 20 წლის ახალგაზრდაა. 2015 წელს შვედეთის ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუსის მისაღებად 163 ათასმა ადამიანმა მიმართა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა განაცხადა, რომ ლტოლვილების ცენტრში უსაფრთხოების დამატებითი ზომები უნდა იყოს მიღებული. შვედეთის მიგრაციული სამსახურის ინფორმაციით, ლტოლვილების ცენტრში 2015 წელს ორჯერ მეტი ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, ვიდრე 2014 წელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები