ავაკოვმა სააკაშვილს პოლიტიკური აფერისტი უწოდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური აფერისტი უწოდა. ამის შესახებ ავაკოვმა ტვიტერში დაწერა.
მანამდე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მინისტრთა კაბინეტი და პრემიერი არსენ იაცენიუკი კორუფციაში დაადანაშაულა.
„პოლიტიკური აფერისტი, რომელიც ოდესის მოსახლეობას ატყუებს, ხოლო ახლა მთელი ქვეყნის გაცურებას გეგმავს. მისი პოლიტიკური გასტროლები 15 თებერვალს იწყება. იფიქრეთ, ხალხო, და თავი არავის მოატყუებინოთ“, – აცხადებს ავაკოვი.
„მოძრაობა გაწმენდისთვის“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შეიქმნა, 16 თებერვალს უკრაინის რამდენიმე საოლქო ცენტრში ფორუმების ჩატარებას გეგმავს. გასული წლის დეკემბერში სააკაშვილმა უკრაინაში ფართო ზეპარტიული ანტოკორუფციული ფრონტის შექმნის შესახებ განაცხადა. „ჩვენ უკრაინის განახლებას ვიწყებთ“, – აღნიშნა მან კიევის ფორუმზე. მსგავსი ფორუმები უკვე გაიმართა ოდესასა და ხარკოვში. მომავალში იგეგმება მათი ჩატარება ჩერნოვციში, ივანოვო-ფრანკოვსკსა და უჟგოროდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები