ისრაელში ხუთი პალესტინელი მოკლეს

ისრაელის უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმის დროს ხუთი პალესტინელი მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ორმა პალესტინელმა იერუსალიმის ძველ; ქალაქში სროლა ატეხეს და საპასუხო ცეცხლის შედეგად ლიკვიდირებულები იყვნენ. ორი მოზარდი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მოკლეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ ცეცხლი გახსნეს, ვინაიდან პალესტინელები პატრულს ქვებს ესროდნენ, ხოლო შემდეგ თოფიდან სროლა დაიწყეს. გარდა ამისა, პოლიციამ კიდევ ერთი პალესტინელი მოზარდი მოკლა, რომელიც მათ დანით თავს დაესხა. ცნობისთვის, ებრაელებზე პალესტინელების თავდასხმები გასული წლის ოქტომბრიდან გახშირდა. მას შემდეგ 169 პალესტინელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები