ახალ ზელანდიაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ახალ ზელანდიაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ქრისტჩერჩიდან 15 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგებმა ზღვისპირა რაიონში კლდის მასის ჩამოშლა გამოიწვია.
5 წლის წინ, ამავე ეპიცენტრში დაფიქსირებული 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები