ირაკლი ღარიბაშვილი: იყო ლაპარაკი, რომ ჟვანიას საფერფლე ჩაარტყეს თავში

  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წლების მანძილზე იყო ლაპარაკი, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას საფერფლე ჩაარტყეს თავში. როგორც პრემიერი ამბობს, გამოძიება ჟვანიას საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს და საზოგადოებას მისი შედეგები ეცნობება.
“წლების განმავლობაში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჟვანიას საფერფლე ჩაარტყეს თავში. რამდენიმე დღის წინ კი ვიხილეთ მასალა (არსებობს ორიგინალი ვიდეომასალებიც), სადაც შეიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ჟვანიას კეფის არეში მიყენებული აქვს დაზიანება, და ასევე თავზე აქვს სიცოცხლისდროინდელი სისხლჩაქცევები”, – აცხადებებს პრემიერი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები