ტერაქტის საფრთხის გამო მოსკოვში ევაკუაცია გამოცხადდა

მოსკოვის სავაჭრო ცენტრებში – „ატრიუმში“ და „აფიმოლ-სიტიში“ აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. „ინტერფაქსის“ ცნობით, პოლიციაში უცნობმა დარეკა და სავაჭრო ცენტრებში ბომბის შესახებ შეატყობინა.
ამჟამად სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ. ადგილზე კინოლოგები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იმყოფებიან. მთლიანად სავაჭრო ცენტრებიდან 7 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები