აშშ-ში ორი მოსწავლე გოგონა სროლის შედეგად დაიღუპა

აშშ-ის არიზონას შტატის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ორი მოზარდი გოგონა დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პოლიციის ვერსიით, ერთმა გოგონამ მეორე მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდები 15 წლის იყვნენ და მათ, სავარაუდოდ, რომანტიული ურთიერთობები აკავშირებდათ. გოგოების ცხედრები სკოლის ეზოში აღმოაჩინეს.
პოლიციის ინფორმაციით, იარაღი დაღუპულების გვერდით იყო აღმოჩენილი. სამართალდამცველების აზრით, ტრაგედიაში სხვა პირების ჩარევის ვერსია ამ ეტაპზე არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები