ეკა ბესელია: რთულია სასამართლოს დამოუკიდებელ რელსებზე სრულად გადაყვანა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საკმაოდ რთულია სასამართლოს დამოუკიდებელ რელსებზე სრულად გადაყვანა, ეს პროცესი დაიწყო და ვითარება იცვლება. მისი თქმით, შემდეგ კვირას ამ რეფორმის საკანონმდებლო განხილვა განახლდება.
“საკმაოდ რთულია სასამართლოს დამოუკიდებელ რელსებზე სრულად გადაყვანა. ეს პროცესი დაიწყო. ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ რეალურად ვითარება იცვლება. რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და შემდეგ კვირას განვაახლებთ საკანონმდებლო განხილვას, ემსახურება სწორედ იმას, რომ პარლამენტმა ის, რაც მას ეხება და რაც ჩვენი ვალდებულებაა, კანონის დონეზე მივცეთ გარანტიები მოსამართლეებს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს დილიდან მოსამართლეების დანიშვნის პროცესი დაიწყო. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება პრეზიდენტმა გუშინ მოითხოვა. მისი სახელით განცხადება იურიდიულ საკითხებში მრჩეველმა კახა კოჟორიძემ გააკეთა. ქვეყნის მეთაურის ამ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილიც უერთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები