აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის შეფასებით, არავინ არ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ერთდროულად რამდენიმე გამოძიებაში ჩართვა პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ შეშფოთებას ბადებს. “ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკითხვაზე დაიბაროს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. არავინ არ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ, ერთდროულად, რამდენიმე გამოძიებაში ყოფილი პრეზიდენტის ჩართვა ბადებს ლეგიტიმურ შეშფოთებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მით უფრო, როცა სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა. როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ვაშინგტონში, თებერვალში გამართულ უმაღლეს შეხვედრაზე ითქვა, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, ქართველი ერის ენერგია მომავალს, ძლიერ ეკონომიკას, მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმებს და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის სწრაფ პროგრესს მოახმაროს”,- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით 27 მარტს, 13:00 საათზე, დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები