დღეს რომის პაპი ლეო XIV ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

პაპი ლეო XIV უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი წირვის შემდეგ მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანისა და ზელენსკის პრესსამსახურები ავრცელებენ.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინტრონიზაციის წირვის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა რომის პაპთან აუდიენციას გამართავენ.

ვატიკანმა, თავის მხრივ, ასევე გამოაცხადა პაპსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შესახებ კვირას, პირველი წირვის შემდეგ, იუწყება „როიტერი“ წმინდა საყდრის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები