თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა
თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ანგარიში საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრების წევრმა გიორგი ნავალოვსკიმ გახსნა. „ბარსელონას” ლეგენდებიდან 2 გოლი ხავიერ სავიოლამ გაიტანა, ერთი კი სორიანომ.
წინასწარი შეთანხმებით, მთავარმა არბიტრმა მატჩი 85-ე წუთზე დაასრულა. მანამდე, მე-80 წუთზე მოედანი რონალდინიომ დატოვა, რომელიც მაყურებელმა აპლოდისმენტებით გააცილა.