მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: მიიღებენ თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” თავისი ანასხლეტებით პოლიტიკურად დასამარებულია

“თავად ის ფაქტი, რომ დღემდე ვერ ჩამოყალიბებულა “ნაციონალური მოძრაობა” თავის განშტოებებით, ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ვინ არა, უკვე ნიშნავს იმას, რომ კრიზისი კი არ აქვთ, პრაქტიკულად პოლიტიკური დასამარების პროცესია “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის ანასხლეტებში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“ნაწილი ამბობს, რომ იღებს მონაწილეობას, ნაწილი ამბობს რომ არ იცის. მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავისი ანასხლეტებით პოლიტიკურად დასამარებულია”, – განაცხადა  მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები