მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ისინი არჩევნებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, მიიღებენ ჩვენი საზოგადოებისგან სათანადო პასუხს – დამარცხდებიან “ქართული ოცნების” წინაშე
“რადიკალური ოპოზიცია რეალურად ჩიხშია შესული. ისინი არჩევნებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, არჩევნების დღეს მიიღებენ ჩვენი საზოგადოებისგან სათანადო პასუხს – დამარცხდებიან “ქართული ოცნების” წინაშე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
“არ მიიღებენ მონაწილეობას და საბოლოოდ პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდებიან. თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორც აგენტურული ოპოზიცია დამოკიდებული იქნებიან იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მათზე დავალების მიმცემები მიიღებენ. გახარიას პარტია უკვე აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, “ლელო” გადის რეგიონებში, ამზადებს საფუძველს საარჩევნოდ, თუმცა ამაზე ღიად არ ლაპარაკობენ. არ არის გამორიცხული, რომ ეს რადიკალები რიგშიც კი ჩადგნენ საარჩევნოდ ცესკოში, რათა დარეგისტრირდნენ არჩევნებზე. მაინც ყველაფერი მათზე დავალების მიმცემებზე იქნება დამოკიდებული”, – ამბობს მათიკაშვილი.