სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დეტალები ცნობილია

უცხოური მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა, სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, კიევს უკრაინული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა.

საუბარია დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე, რომელიც რუსეთმა 2022 წელს საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა და ნაწილობრივ დაიპყრო. სანაცვლოდ, როგორ წყარო Axios-ს უყვება, რუსეთი პირობას დებდა, რომ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებოდა.

ამ პირობაზე უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა.

ამასთან, კიევი და მოსკოვი სტამბოლში დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე 1000-1000 ომის პატიმრის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ თუ შეთანხმება შედგება, ეს 2022 წლის თებერვლის შემდეგ კონფლიქტის მხარეებს შორის ომის პატიმართა ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება.

ამის გარდა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის საკითხსა და ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის მომზადების საკითხს შეეხნენ.

“საერთო ჯამში, მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილი ვართ, მზად ვართ კონტაქტების გასაგრძელებლად”,- განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები