პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა, ხოლო საღამოს 19:00 საათზე დაიხურება.
როგორც „Reuters“ წერს, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადება 20:00 საათისთვის იგეგმება.
ცნობისთვის, პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი არჩევნების გამოცხადებას წინ უძღოდა სკანდალი პრემიერ-მინისტრ ლუიშ მონტენეგრუს ოჯახის გამდიდრებასთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა საკონსულტაციო ფირმას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ოჯახს ეკუთვნოდა. მან ხელშეკრულებები გააფორმა კერძო კომპანიებთან, რამაც, ოპოზიციის განცხადებით, მონტენეგრუს გამდიდრება გამოიწვია.