თინათინ ხიდაშელი: ყველა ქვეყანამ საქართველოს მიმართ პოზიტიური განწყობა დააფიქსირა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დადებითად შეაფასა. მინისტრის თქმით, ყველა ქვეყანამ საქართველოს მიმართ პოზიტიური განწყობა დააფიქსირა. „საქართველოს მიმართ, რეფორმების მიმართ, რომელსაც ვატარებთ, ყველა ქვეყანამ უკიდურესად პოზიტიური განწყობა დააფიქსირა. ამასთან ერთად, დამატებითი წინადადებები მივიღეთ წევრი ქვეყნებისგან,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს პირისპირ შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ კი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. ამ დროისთვის ალიანსის მინისტერიალი უკვე დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები