დავით უსუფაშვილი მომავალ ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს მომავალ ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ორ ქვეყნას შორის არსებული ერთობლივი პროექტების წარმატებით გაგრძელების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გაფართოებაც.