კახა კალაძე: ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის ბიზნესის კეთების ჯანსაღი, უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო

ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის ბიზნესის კეთების ჯანსაღი, უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა სასტუმრო “რედისონში” საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სავაჭრო ცენტრ – “გალერეა თბილისის” პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავრობა არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული.
“საქართველოს მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის ბიზნესის კეთების ჯანსაღი, უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო. ჩვენი მთავრობა არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული”, – განაცხადა კახა კალაძემ და პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები