ნოდარ კერესელიძე უკრაინის ,,სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლის” (CAPS) კურსდამთავრებულებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ უკრაინის ,,სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლის” (CAPS) კურსდამთავრებულებს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლა“ (CAPS) უკრაინაში, კიევში 2014 წელს დაარსდა.
სასწავლო ცენტრი მიზნად ისახავს უკრაინელი პოლიტიკოსების ახალი თაობის მომზადებას, უკრაინაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ უკრაინელ სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში შემუშავებული და განხორციელებული პროექტები გააცნო.
ნოდარ კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალის სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეულ შედეგებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სისტემურ ცვლილებებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის განახორციელდა.