აშშ-ის სენატმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატამ – სენატმა, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ერთხმად დაუჭირა მხარი. ეს გადაწყვეტილება ფხენიანის მიერ რამდენიმე დღის წინ ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტს უკავშირდება. მანამდე სანქციების გამკაცრებას წარმომადგენელთა პალატამაც დაუჭირა მხარი. ახლა მას აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.
ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ რაკეტის გამოცდა მისი კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მოხდა, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა ეჭვობს, რომ ფხენიანი ბირთვული იარაღის გადატანისთვის აუცილებელ რაკეტებს აწარმოებს. იაპონიის უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ასევე მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები