სააკაშვილმა უკრაინის სამთავრობო დაცვაზე ოფიციალური უარი განაცხადა
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა, რომ ის უკრაინის უშიშროების ქვედანაყოფის „ალფას“ დაცვაზე ოფიციალურ უარს აცხადებს. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალში პირადი დაცვის გარეშე გეგმავს გადაადგილებას. ამის მიზეზად სააკაშვილმა „ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“ დაასახელა. „ბი-ბი-სის ცნობით, სააკაშვილმა „ბოლო მოვლენებში, სავარაუდოდ, იგულისხმა უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ბატალიონ „შტორმის“ მონახულებამ და ამის ამსახველი ვიდეორგოლის გავრცელებამ უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანი მიაყენა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.