ნიუ-ჰემფშირის შტატში ჩატარებულ პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა და ბერნი სანდერსმა გაიმარჯვეს

აშშ-ის ნიუ-ჰემფშირის შტატში ჩატარებულ პრაიმერიზში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატებს შორის დონალდ ტრამპმა, ხოლო დემოკრატებს შორის – ვერმონტის შტატის სენატორმა – ბერნი სანდერსმა გაიმარჯვეს.
„დემოკრატების“ მეორე კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა საკუთარი დამარცხება აღიარა და სანდერსს გამარჯვება მიულოცა.
წინასწარ არჩევნებზე ნიუ-ჰემფშირში ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, საარჩევნო უბნებთან რიგები იდგა. ტრამპმაც და სანდერსმაც მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადეს.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ „არსებობენ ნამდვილი ტალანტები“. შემდეგი წინასწარი არჩევნები სამხრეთ კაროლინასა და ნევადაში გაიმართება. „ბი-ბი-სი“ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით ნიუ-ჰემფშირის შტატში გამარჯვებული „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელი პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი რვაჯერ გახდა, ხოლო „დემოკრატების“ – შვიდჯერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები