„ზიკას“ ვირუსი ჩინეთში დაფიქსირდა
ჩინეთის მოქალაქეს „ზიკას“ ვირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება. ვირუსი 34 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, გაზაფხულის და ზაფხულის დადგომასთან ერთად, „ზიკას“ ვირუსის შემთხვევების მატების შესაძლებლობაზე მოსახლეობას აფრთხილებს.
ცნობისთვის, ეს დაავადება განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის. დაავადების შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ახალშობილი მიკროცეფალიის დიაგნოზით, ანუ პატარა თავით და პატარა ტვინით დაიბადოს. ბრაზილიაში ამ დიაგნოზით უკვე რამდენიმე ათასი ბავშვი გაჩნდა.