მიხეილ კასიანოვს ტორტი ესროლეს
რუსეთის ოპოზიციური პარტიის, „პარნასის“ ლიდერს მიხეილ კასიანოვს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ტორტი ესროლეს. კასიანოვის თქმით, თავდამსხმელები მას ემუქრებოდნენ და შემდეგ ტორტი ესროლეს.
როგორც კასიანოვმა „ბი-სი-სის“ განუცხადა, თავდასხმაში „არასლავური გარეგნობის“ 10-მდე პირი მონაწილეობდა და ამ ფაქტის შემდეგ ისინი ავტომობილებით მიიმალნენ. მომხდარის გამო, კასიანოვმა მესაბამისი განცხადება პოლიციაში შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ინტერნეტში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მიხეილ კასიანოვს და რუსეთის სხვა ოპოზიციონერებს ემუქრებოდა. კასიანოვი კადიროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.