კანადის საჰაერო ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს აღარ დაბომბავს

კანადის სამხედრო-საჰაერო ძალები 22 თებერვლიდან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს აღარ დაბომბავს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რეგიონიდან ექვს საბრძოლო თვითმფრინავს გაიყვანენ. ამასთანავე, კანადის ხელისუფლება სირიასა და ერაყში სადაზვერვო ოპერაციებისთვის ორ თვითმფრინავს დატოვებს.
გარდა ამისა, კანადელი ინსტრუქტორების რაოდენობა, რომლებიც ქურთ მოხალისეებს მოამზადებს, 70-დან 200 ადამიანამდე გაიზრდება. სირიაში და ერაყში კანადის საბრძოლო ავიაციის მოქმედების შეწყვეტა ქვეყნის „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის, ჯასტინ ტრიუდოს მიერ ამომრჩევლისთვის მიცემული ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები