რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ონფორმაციით, 8 თებერვალს სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში დისლოცირებულ შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.
როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, სამხრეთ სამხედრო ოლქის, სადესანტო ძალების და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ზოგიერთი ქვედანაყოფი დილის ხუთი საათიდან სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.
მინისტრის თქმით, შემოწმების დროს საბრძოლო მზადყოფნა და სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში შეიარაღებული ძალების მოქმედება შეფასდება. საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება შავი და კასპიის ზღვის ფლოტებშიც ჩატარდა. ასევე საბრძოლო მზადყოფნაში ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო ძალები იყო მოყვანილი. რუსი სამხედრო ანალიტიკოსები ასეთ მასშტაბურ საბრძოლო შემოწმებას თურქეთისთვის და უკრაინისთვის გაგზავნილ სიგნალს უწოდებენ. ამასთანავე, ექსპერტები შორს არიან აზრისგან, რომ ეს ღონისძიებები საბრძოლო მოქმედებებისთვის უშუალო მზადებას ან თუნდაც სრულფასოვან სამხედრო წვრთნებს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები