საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურის მსურველებისთვის ფსიქოლოგიური შერჩევა ხორციელდება
საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურში მიღების მსურველებისთვის ფსიქოლოგიური შერჩევა ხორციელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შერჩევა ადამიანის სრულყოფილად შესწავლას გულისხმობს და სამ ეტაპს მოიცავს: პიროვნების კვლევას, ინტელექტის კვლევასა და კლინიკურ გასაუბრებას. შესაბამის შემოწმებას ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური შერჩევის სამმართველოს სპეციალისტები – ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ატარებენ.
შერჩევის შემდეგ თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს კონკრეტული რეკომენდაცია ეძლევა.
ცნობისთვის, ფსიქოლოგიური შერჩევა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირველად ტარდება.