ევროკავშირი თურქეთს ლტოლვილების ქვეყანაში შეშვებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, თურქეთ-სირიის საზღვართან მობილიზებული ლტოლვილები ქვეყანაში შეუშვას. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. საგარეო საკითხებში უმაღლესი ევროკომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, მიგრანტების მიღება ანკარის იურიდიული და მორალური პასუხისმგებლობაა. ამ დროისთვის თურქეთის საზღვართან 35 000-მდე სირიელი ლტოლვილი ელოდება ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას. ოფიციალური ანკარის განცხადებით, მიგრანტები პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფილნი არიან, რის გამოც, მათი თურქეთის ტერიტორიაზე შეშვების აუცილებლობა არ დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები