“ოპტიკურ – ბოჭკოვანი მაგისტრალის და საერთოდ საქართველოზე გამავალი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი არ დგას”

 

„ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის და საერთოდ საქართველოზე გამავალი მაგისტრაკების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა.
როგორც აბაშიძე ირწმუნება, განიხილება საკითხი კომპანია „კავკასუს ონლაინის“ საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისებაზე კომპანია „მობიტელისთვის“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსული „ვინტელკომი“ გახლავთ. ეს კომპანია კი საქართველოში 2006 წელს შემოვიდა. „საუბარი არის საცალო ბაზრის სეგმენტზე. ამ მომსახურების შესაძლო გაყიდვაზე „კავკასუსის“ მიერ „მობიტელისთვის“ და არა მაგისტრალური არხების, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების და რაც მთავარია საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის. სააბონენტო ბაზას იმ ქალაქებში, იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც „კავკასუს ონლაინის“ მომხმარებლებს მიეწოდებათ ინტერნეტი, ამ საცალო ქსელის გაყიდვაზეა საუარი. ეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრაკლები ისევე როგორც სხვა მაგისტრაკები რჩება იმავე კომპანიის მფლობელობაში“, – განმარტა აბაშიძემ. შეგახსენებთ, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების რუსული კომპანიისთვის გადაცემის საკითხზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები