ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ავსტრიის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ავსტრიის სააგენტო „აპა“–ს ცნობით, ზვავის ქვეშ შეიძლება 12 ადამიანი მოჰყვა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა სამაშველო სამსახურებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.
როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, მაშველებმა რამდენიმე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები