ბიძინა კუჭავას სახლსა და მიმდებარე ტერიტორიას ექსპერტები ამოწმებენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბანში ექსპერტები ბიძინა კუჭავას საცხოვრებელ სახლს და მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებენ. კონკრეტული ინფორმაცია, თუ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კუჭავას სახლის დათვალიერება, კუჭავას მეუღლეს და ადვოკატს არ აქვთ.
როგორც კუჭავების ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე აცხადებს, დღეს აღმოაჩინა, რომ ბიძინა კუჭავას სახლის დათვალიერება გუშინაც მოხდა და ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, ეს არის საპროცესო ნორმების დარღვევა, ის აუცილებლად გაასაჩივრებს და მიმართავს შესაბამის ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები