კოლუმბიაში „ზიკას“ ციებ-ცხელებით დაავადებული სამი ადამიანი გარდაიცვალა

კოლუმბიაში „ზიკას“ ვირუსით დაავადებული სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა მარტა ლუსიამ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად კიდევ ექვსი ადამიანის გარდაცვალების მიზეზები დგინდება.
კოლუმბიის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრო გავირია აცხადებს, რომ ქვეყანაში „ზიკა“ს ციებ -ცხელების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამასთანავე, მინისტრის თქმით, რეალურად დაავადებულთა რაოდენობა შეიძლება რამდენიმე ათასი იყოს, ვინაიდან ბევრ ადამიანს სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. გავირიამ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მეცნიერები „ზიკას“ ვირუსის მიერ გიენ-ბარეს სინდრომის გამოწვევის შესაძლებლობას სწავლობენ. ექიმები ეჭვობენ, რომ ამ იშვიათ ნევროლოგიურ დაავადებას სწორედ „ზიკას“ ციებ-ცხელება იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები