რუსეთში „ან–2“-ის ტიპის თვითმფრინავი გაუჩინარდა

რუსეთის ქალაქ ორენბურგთან ავიაკომპანია „ლან ეარის“ თვითმფრინავი დაგეგმილ დროს კავშირზე არ გამოვიდა. „ან–2“-ის ტიპის თვითმფრინავი ნავთობსადენის მონიტორინგის ჩასატარებლად  ნავთობის ერთ-ერთმა კომპანიამ დაიქირავა. დაწყებულია თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები. ოპერაციაში „მი–8“ ტიპის ვერტმფრენი მონაწილეობს. დაკარგული თვითმფრინავის ბორტზე ორი პილოტი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა. მათ შესახებ არაფერია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები