აჰმედ დავუთოღლუ – ყაზახეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა

ყაზახეთი თურქეთის ახლო მეგობარი ქვეყანაა. ამის შესახებ ასტანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა.
თურქი პრემიერი ყაზახ კოლეგას კარიმ მაქსიმოვს და ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.
ნაზარბაევმა და დავუთოღლუმ სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო-სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ყაზახეთი ჩემთვის მეორე სამშობლოა, აქ ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. ყაზახეთი ევრაზიული კონტინენტის გეოგრაფიული ცენტრია. ის ჩვენი ძალზე ახლო მეგობარია. იმედი მაქვს, მომავალში ამ ქვეყანაში უფრო ხშირად ჩამოვალ“, – განაცხადა აჰმედ დავუთოღლუმ თურქეთისა და ყაზახეთის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები