ლოს-ანჯელესის სიახლოვეს ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა
აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესის სანაპიროსთან, წყნარი ოკეანის თავზე ერთმანეთს ჰაერში ორი მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შეჯახების შემდეგ ორივე საფრენი აპარატი წყალში ჩავარდა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებს არა აქვთ ინფორმაცია გადარჩენილების, ასევეე თვითმფრინავების ბორტზე მყოფთა რაოდენობის შესახებ.