ბრაზილიელმა მეცნიერებმა „ზიკას“ ვირუსი ნერწყვსა და შარდში აღმოაჩინეს

„ზიკას“ ვირუსი დაავადებული ადამიანების ნერწყვსა და შარდში აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ბრაზილიელ მეცნიერებზე დაყრდნობით იუწყება. მათივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი სითხით გადაეცემა. ამავდროულად, აშშ-ის ხელისუფლებამ მოუწოდა მამაკაცებს, რომლებიც დაბრუნდნენ ქვეყნებიდან, სადაც „ზიკას“ ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ორსულ ქალებთან სექსისგან თავი შეიკავონ, ან პრეზერვატივი გამოიყენონ.
აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ „ზიკას“ ვირუსის გადაცემა სქესობრივი აქტის დროსაც მოხდეს. თავად დაავადება მძიმე არ არის, მაგრამ ის ორსული ქალების ნაყოფს საფრთხეს უქმნის. ბავშვი შეიძლება მიკროცეფალიის დიაგნოზით დაიბადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები