აშშ-მ და კიდევ 11-მა ქვეყანამ სავაჭრო ბლოკი შექმნეს

აზია-წყნარი ოკენის რეგიონის 12 ქვეყნის ვაჭრობის მინისტრებმა ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში ხელი მოაწერეს შეთანხმებას რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანების შექმნის შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ახალი გაერთიანების სახელწოდებაა: „ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა“ და მასზე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 40% მოდის. სავაჭრო ბლოკში შევიდნენ: აშშ, იაპონია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, მექსიკა, პერუ. ჩილე, მალაიზია, ბრუნეი, სინგაპური და ვიეტნამი. ამ პროექტზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო.
ის აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ვაშინგტონი რეგიონში ჩინეთის გავლენის შემცირებას შეეცდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ ბლოკში არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები