კომპანია „ჰონდა“, ტექნიკური პრობლემების გამო, 2 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან აბრუნებს

იაპონური საავტომობილო კონცერნი „ჰონდა“, უსაფრთხოების ბალიშების პრობლემების გამო, ჩრდილოეთ ამერიკიდან 2 მილიონ 200 ათას ავტომობილს უკან აბრუნებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უსაფრთხების ბალიშების ტუმბოების გაუმართაობის გამო, მათი გაშლის დროს მანქანაში მყოფ ადამიანებს შეიძლება რკინის დეტალები მოხვდეთ.
არსებული ინფორმაციით, ამ დეფექტის შედეგად უკვე 11 ადამიანი დაიღუპა. მანამდე აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრომ „ჰონდას“ 70 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მან ასევე აუკრძალა კომპანიას ფირმა „ტაკატას“ უსაფრთხოების ბალიშების გამოყენება. „ჰონდაში“ უკვე განაცხადეს, რომ „ტაკატასგან“ უსაფრთხოების ბალიშებს აღარ შეიძენენ. მთლიანობაში, ბოლო რამდენიმე თვეში უსაფრთხოების ბალიშების პრობლემების გამო, „ჰონდამ“ აშშ-დან 24 მილიონი ავტომობილი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები