თურქეთი რუსი ჟურნალისტებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 15 თერბერვლიდან რუსი ჟურნალისტებისთვის სავიზო რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ასეთივე ვიზები რუსეთში თურქ ჟურნალისტებს სჭირდებათ სამუშაოდ.
თურქეთში მოკლევადიანი მივლინებით ჩასულ რუს ჟურნალისტებს ასევე ვიზების გაფორმება დასჭირდებათ. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით მოსკოვი გამოვიდა. 2016 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთში ჩასასვლელად თურქეთის მოქალაქეებს საელჩოებში ვიზების გაუქმება სჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის ავიაგამანადგურებელმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. ამის შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა, ასევე თურქეთში ტურისტული საგზურების გაყიდვა აკრძალა.