ბათუმის ბულვარის დირექტორი და მისი სამი მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ კახიძე და მისი სამივე მოადგილე თანამდებობას ტოვებენ. ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ სხდომაზე განაცხადა, ერთი კვირის ვადაში გადაწყდება ბულვარში დაგეგმილი ცვლილებების იმ მხრივ შეცვლა, რომ მესამე სასეირნო ბილიკი შენარჩუნდეს.
“2012 წლიდან ბულვარის მართვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობაში იყო, წელს კი, საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, დაიწყება ბათუმის მერიისთვის გადაცემის პროცესი. ბულვარის დირექტორსა და მის სამივე მოაგილეს ბათუმის მერია დანიშნავს”, – განაცხადა დავით ბალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები