ლევან თევზაძე: თუ დადასტურდა, რომ მოსამართლეებმა წინასწარ იცოდნენ ტესტები, ყველამ უნდა აგოს პასუხი

თუ დადასტურდა ის, რომ მოსამართლეებმა წინასწარ იცოდნენ ტესტები, ყველამ უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ განაცხადა.
ლევან თევზაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნოემბერში ჩატარებულ მოსმართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციას არ ფლობს.
„აღნიშნულზე პირველად მესმის. თუ არ ვნახე დოკუმენტაცია, ისე პასუხს ვერ გაგცემთ. ამ საკითზე საბჭოში მსჯელობა არ ყოფილა. ზოგადად, ჭორები არის ხოლმე. თუ დადასტურდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი. საბჭოზე ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ. დაესწრება ალბათ ბატონი მამუკაც და ვნახავთ, რა დოკუმენტები აქვთ, ეს საკითხი უახლოეს საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული, კონკრეტულად, რომ ამ გამოცდაზე ვიღაც საბჭოს წევრმა რაღაც გაიტანა, ინფორმაცია არ მქონია“, – განაცხადა თევზაძემ.
კითხვაზე – გამოცდაზე დაფიქსირდა თუ არა მაღალი ქულები და დაინტერესდა თუ არა საბჭო ამის შემდეგ ავტორებით – თევზაძემ განაცხადა, რომ ვიღაცეებმა ასიდან ასი ქულა მიიღეს, თუმცა ტესტის ნახვის უფლება მას არ ჰქონდა.
„მაღალი ქულები მიიღეს. დავინტერესდით კიდეც, კონკრეტული გვარი არ მახსოვს, მაგრამ დოქტორანტი იყო. ასიდან ასი ქულა მიიღო. ნაწერი არ მინახავს. საეჭვო კი იყო, მაგრამ იმის უფლება არ მაქვს, რომ ნაწერები და ტესტები ვნახო“, – განაცხადა თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები