მოსამართლეთა გამოცდის ტესტების პასუხების გაჟონვის საკითხზე მურუსიძე კომენტარს აკეთებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის განცხადებით, ნოემბერში ჩატარებულ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით გამოვლენილ საეჭვო გარემოებებზე მოკვლევას ის პირადად აწარმოებდა.
„ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მქონდა. ვიღაც ცდილობს, გარკვეული თავდაცვის მიზნით, თემები, რომლებიც საბჭოს ვნებს, გამოიტანოს და ისე აკეთებს, რომ ვითომ რაღაც საკითხებზე არის მებრძოლი. ინფორმაციამ იმაზე ადრე გაჟონა, ვიდრე საჭირო იყო. ამაზე იუსტიციის საბჭოც მუშაობდა, როდესაც ყველაფერი დასრულდება და გაირკვევა, საჯაროს გავხდით. დაფარული არაფერი იქნება. არ მინდოდა, რომ დროზე ადრე ეს მომხდარიყო. მე ვარ ყველაფრის საქმის კურსში“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტებზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაცია მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა. შეხვედრა საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები