ინფრასტრუქტურის სამინისტროში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერებისა და ურთიერთანამშრომლობის კუთხით, ევროპელ კოლეგებთან ერთობლივ პროექტებზე მუშაობა გადაწყდა. ბასკეთის მერმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა შემდგომში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები