ზურაბ ჭიაბერაშვილი: რუსეთის ინტერესში უნდა იყოს ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, იმის შესახებ, რომ რესეთი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებაში არ ჩაერთვება, “ნაციონალური მოძრაობის წევრი” ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება.
როგორც ჭიაბერაშვილმა განმარტა, თუ რუსეთს მიაჩნია, რომ ქართულმა მხარემაც რამე ჩაიდინა, მაშინ მათსავე ინტერესში უნდა იყოს ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა.
“რუსეთის ამ განცხადების შემდეგ ძალა გამოეცალა მათ არგუმეტაციას, თითქოს დანაშაულები ქართული მხარის მიერ იყო ჩადენილი. თუ მათ სწამთ ობიექტურობის და მიაჩნიათ, რომ ქართულმა მხარემაც რამე ჩაიდინა, მაშინ მათსავე ინტერესში უნდა იყოს ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა. ასე, რომ რუსეთის პოზიცია ცალსახად მიუთითებს, რომ მთელი ამ წლის განმავლობაში მათი მხრიდან მხოლოდ პროპაგანდა იყო და მეტი არაფერი”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) 27 იანვარს მიიღო. დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. რუსული სააგენტოების ცნობით, განცხადება ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში გაკეთდა. უწყებაში განმარტეს, რომ რუსეთს არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი და, შესაბამისად, ის ძალაშიც არ შესულა. რუსეთმა რომის სტატუტს ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა დოკუმენტის რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები