“მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა

ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს. წყაროს ცნობით, საჯარო რეესტრში უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გაჩეჩილაძემ გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძის წილები იყიდა და ახლა უკვე მაესტროს 55 %-იანი წილის მფლობელი გახდა.
ამასთან. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი გადაუხადა გაჩეჩილაძემ ყოფილ მოწილეებს და რა ცვლილებები მოხდება ამ გადანაწილების შემდეგ თავად ტელევიზიაში, რომლის ხელმძღვანელობაც ოფიციალური განცხადების გაკეთებას ხვალ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები