თინა ხიდაშელი სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს შეხვდა

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს, გარეგინ II შეხვდა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სომხეთის კათოლიკოსთან ძალიან სასიამოვნო შეხვედრა შედგა.
„საუკეთესო სურვილები გამოგვატანა საქართველოში – სურვილები მთელი ჩვენი მოსახლეობის მშვიდობისთვის. შეგვპირდა, რომ ილოცებს ქართველებისთვის, ისევე როგორც სომხებისთვის. ეს იყო მეგობრული, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ განწყობას, დამოკიდებულებას, მხარდაჭერას, სურვილს იმისას, რომ უფრო მეტი წარმატება გვქონდეს ერთობლივად”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები